USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
„ჯერალდ რ. ფორდი“ – ყველაზე მძლავრი და ძვირად ღირებული ავიამზიდი მსოფლიოში
თარიღი:  4412

აშშ-ში  შეიარაღებაზე მიიღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავიამზიდი „ჯერალდ რ. ფორდი“

ხომალდმშენებლებმა  აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებს გადასცეს ავიამზიდი „ჯერალდ რ. ფორდი“ (Gerald R. Ford). ამ ხომალდის მისაღები გამოცდები ჩატარდა, 2017 წლის 26 მაისს.

ავიამზიდის ფასია $ 13 მილიარდი!!! ის მსოფლიოში ითვლება ყველაზე ძვირადღირებულ ხომალდად. მისი აგება დაიწყო 2009 წელს.

,,ჯერალდ რ. ფორდის“ ავიამზიდის ტიპის აშშ-ს  მრავალმიზნობრივი ატომური ავიამზიდების სერიაა, რომელთა მშენებლობა 2009 წლიდან დაიწყო. ისინი ისე შეიქმნა, როგორც ,,ნიმიცის“ ტიპის ავიამზიდები. ხოლო მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ,,ჯერალდ რ. ფორდის“ ტიპის ავიამზიდებს უფრო დახვეწილი საავიაციო შეიარაღება, შედარებით შემცირებული ეკიპაჟი მაღალი ავტომატიზაციის გამო და შემცირებული საექსპლუატაციო ხარჯები აქვთ. ამ ახალ ავიამზიდებში ფართოდ გამოიყენება ,,სტელსის“ (უჩინმაჩინის) ტექნოლოგიები.

DOD Finalizes Purchase Plan for F-35 Aircraft > U.S. DEPARTMENT OF ...

ამ ავიამზიდებს შეუძლიათ გადაზიდონ 90-მდე თვითმფრინები და ვერტმფრენი: 5-ე თაობის გამანადგურებელი გემბანის თვითმფრინავი F-35 lightning II,   გამანადგურებელი-მოიერიშე F/A-18E/F Super Hornet, მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი MH-60R/S და უამრავი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით საშუალებებში შედის ფირმა Raytheon-ის რაკეტები ESSM, რომლებიც განლაგდებიან რვა გამშვებ კონტეინერში – თითოში 38 რაკეტა. ახლო რადიუსში მოქმედებისთვის ავიამზიდს გააჩნია რაკეტები  RAM.

F/A-18 Hornet - ვიკიპედია

Gerald R. Ford-ის ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება:

წყაწლყვა – 98 425 ტ;

სიგრძე – 337 მ;

სიგანე (ვარეტხაზზე)- 41 მ;

სიგანე (მაქსიმალური) – 78 მ;

სიმაღლე – 76 მ;

ძრავები – 2 ბირთული რეაქტორი Bechtel A1B

სვლის მაქსიმალური სიჩქარე – 30 კვანძი (56 კმ/სთ);

ცურვის ხანგძლიობა – უსასრულო;

ეკიპაჟი – 4 660 ადამიანი;

შეიარაღღება:

მრავალფუნქციური რადიოსალოკაციო სისტემა – AN/SPY-3;

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი –  Evolved Sea Sparrow;

თვითმფრინავები – 75 ცალი;

ვერტმფრენები – 80-მდე;

უპილოტო საფრენი აპარატი – უამრავი.

ავიამზიდი  ჯერალ ფორდი აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების პირველი გემი გახდა, რომელიც მთლიანად 3D დიზაინის სისტემით დააპროექტეს. ეს სისტემა დაპროექტების დროს კომპანია ,,ნორტროპ გრუმანმა“.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის