ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეამსუბუქოს ყველა შეზღუდვა ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებაზე.
„იმ დროს, როდესაც ღაზის მოსახლეობა შიმშილის წინაშე დგას, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, მოხსნას ბლოკადა და დაუშვას დახმარება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
„ის, რაც ახლა უფრო მეტად არის საჭირო, არის ცეცხლის შეწყვეტა და ღაზაში დახმარების მიღება“, - დასძინა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.