USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ჯანმო - მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა
თარიღი:  751

მსოფლიოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 307 930 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ს კიდევ 5 537 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 917 417-ს მიაღწია.

შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, 94 372 ახალი შემთხვევა, ინდოეთში გამოვლინდა, აშშ-ში - 45 523, ბრაზილიაში კი - 43 718.

როგორც აშშ-ში, ასევე ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრაზილიაში კი 874 ფატალური შემთხვევა დადასტურდა.

ჯანმო-ს ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ბოლოს 6 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში 306 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა კი 17 აპრილს დადასტურდა, როდესაც ვირუსს 12 430 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის