USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში გამოვლენილ ახალ ვირუსთან დაკავშირებით დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავს.
თარიღი:  1177

დღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება განიხილება. ამის მიზეზი ჩინეთში გამოვლენილი ახალი კორონავირუსია. ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები  უკვე აღმოჩენილია აშშ-ში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.ჩინეთში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 440 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ჩინეთის ხელისუფლებამ და შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

შეგახსენებთ, დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის ვუანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის