USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
ჯაბა სამუშია AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
თარიღი:  562

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ რექტორთა კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წარდგინებით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე. ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ისტორიაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაასახელეს.

თსუ რექტორის საპატიო თანამდებობაზე არჩევის საკითხზე AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი უნივერსიტეტების რექტორთა რეგიონულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელზეც უნივერსიტეტების მართვის, კვლევის, ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის თემებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე დაფუძნდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი უნივერსიტეტების რექტორთა ახალი რეგიონული საბჭო და შემუშავდა საბჭოს წესდება. ასევე, აირჩიეს საბჭოს პრეზიდენტი, დენ კაშკავალი, იასის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.

AUF-ი მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს. ამჟამად AUF-ს ხელმძღვანელობენ რუმინეთის ყოფილი განათლების მინისტრი შორინ კამპიანუ და ტუნისის ყოფილი განათლების მინისტრი სლიმ ხალბუსი.

აღსანიშნავია, რომ თსუ 2008 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის