USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
იყავი ყურადღებით - რომელი ახალი რეგულაციები ამოქმედდება 1-ლი ივლისიდან საქართველოში?
თარიღი:  516

დღეიდან, 2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში არაერთი რეგულაცია შედის ძალაში, რომელიც ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ვაჭრობასა და საზოგადოებრივ სივრცეებში ქცევის წესებს ეხება.

საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამზიდავებისთვის ახალი წესი ამოქმედდება

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის მოქმედი კომერციული სატრანსპორტო გადამზიდავები ვალდებული იქნებიან, ECMT-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მგზავრთა სია წინასწარ შეავსონ.

რეგულაცია ეხება M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს — მათ შორის ავტობუსებს, მიკროავტობუსებსა და მინივენებს. სია ელექტრონულად უნდა შეივსოს ლათინური ასოებით მგზავრობის დაწყებამდე, ხოლო ბეჭდური ვერსია ბორტზე უნდა იქონიონ და მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინონ.

ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველების დაყენება სავალდებულო ხდება

გაზის ჭკვიანი მრიცხველების მონტაჟი მუნიციპალიტეტებში სავალდებულო ხდება. 1-ლი ივლისიდან მოქალაქეები, რომლებიც ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველის დაყენებას მოითხოვენ, წინასწარ უნდა გადაიხადონ მოწყობილობის ღირებულების ნახევარი. დარჩენილი ნაწილი კი 10 დღეში, მოწყობილობის დამონტაჟების შემდეგ.

აღნიშნული წესი უკვე მოქმედებს თვითმმართველ ქალაქებში 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან.

ცვლილება განათლების კანონში

2025 წლის 1-ლი ივლისიდან შეიცვლება ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების ხანგრძლივობა. ცვლილებები შეეხო იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024–25 სასწავლო წელს მე-9 ან მე-10 კლასში გადადიან.

პარლამენტის რეგლამენტი

bm.ge-ზე გამოქვეყნებული პროექტით, რომელიც 1–ლი ივლისიდან დაიწყებს მოქმედებას, ცვლილებები შეეხება პარლამენტის მუშაობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრას.

  1. „მინისტრის საათი“ უქმდება – აღარ იქნება პლენარულ სხდომებზე მინისტრის ახსნა-განმარტების დრო.
  2. ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება – ანგარიშვალდებულ პირებზე უფრო ინტენსიური კონტროლი.
  3. სამუშაო ჯგუფების ანგარიშების საჯარო გარემო: აღარ იქნება ვალდებულება კომიტეტებს ჯგუფების საქმიანობის დეტალები ონლაინ გაავრცელონ, მათ შორის შეხვედრების ოქმები.
  4. პლენარულ სხდომებზე კონკრეტული საკითხები მხოლოდ კომიტეტების გარეშეც ჩაითვლება, მაგალითად:
  • თანამდებობის პირების არჩევა,
  • დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნა,
  • მთავრობის ნდობის გამოცხადება,
  • პრეზიდენტის არჩევა და იმპიჩმენტი

საღებავების შემადგენლობა კონტროლს დაექვემდებარება

იმავე თარიღიდან ძალაში შევა რეგულაცია, რომელიც ლაქ-საღებავების პროდუქტში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობის შემოწმებას ითვალისწინებს.

ზედამხედველობას ბაზარზე უზრუნველყობს სახელმწიფო ზედამხედველობის სააგენტო. შემოსავლების სამსახური კი უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს პროდუქტის იმპორტი და აცნობოს სააგენტოს.

სასიგნალო იარაღზე რეგულაცია მკაცრდება

1-ლი ივლისიდან სასიგნალო იარაღისა და ვაზნების წარმოება, ვაჭრობა და შეკეთება ლიცენზირებად საქმიანობად განისაზღვრება. შესაბამისი ნებართვის მოსაკრებელი 100 ლარს შეადგენს.

ასაკობრივი ზღვარი სასიგნალო იარაღის შეძენისთვის განისაზღვრა 18 წლიდან. მოქმედებს სპეციალური ტარიფები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ისევე როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იარაღის შემოტანისა და გატანის შემთხვევაში.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის