USD 2.7198
EUR 2.9442
RUB 2.8191
Тбилиси
ივერონის ქართველთა მონასტერს მე-12 საუკუნეში ჰყავდა საკუთარი ფლოტილია
дата:  443
ივერონის ქართველთა მონასტერს მე-12 საუკუნეში ჰყავდა საკუთარი ფლოტილია და ხომალდის მშენებლები, რომელშიც დას. ევროპელი მეზღვაურებიც მსახურობდნენ.
158-ე აღაპი იუწყება, რომ როდესაც ქართველთა წინამძღვარი მთავარმამა პავლე (თამარ მეფის თანამედროვე) გადადგა, ახალმა მთავარმამამ, გიორგიმ გადაიბარა მონასტრის მთელი ქონება, მათ შორის 15 მილიონამდე დრაჰკანის ხომალდები, ,,სრული ყველანაირი აღჭურვილობით", აქვე აღნიშნულია, რომ მონასტრის კუთვნილი მამულებიდან (პოროსში) ლობერდმა ხომალდით 300 პერპერას ღირებულების კანაფიც ჩამოიტანა.
ქართველთა სამსახურში მყოფ ამ ევროპელ მეზღვაურს ქართველი ბერები მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აკისრებენ, ჩანს ენდობიან.
ჯვრის მონასტრის აღაპები ამავე ეპოქაში, ევროპელ შემომწირველთა შორის მოიხსენიებენ ციცილიას (სესილიას) და ხსენებულ ლობერდს/ლომბარდს. ვინ იცის, იქნებ ლობერდი იმ ,,ფრანგ მენავეთაგანია, რომელიც ნიავკეთილობასა შინა თამარის ქებათა მელექსეობდინ".
ლომბარდის გარდა, ამავე პერიოდში ქართველთა მონასტერში მსახურობდნენ სხვა დასავლეთევროპელი ბერებიც, ათონელი ბენედიქტელების - მორფიტის მონასტრიდან ბერი იანიკ ამალფიტი ქართველთა მონასტერში შევიდა მაშინ, როცა ბერძნებს ქართველთა მონასტერი სასტიკად ჰქონდათ შევიწროებული, ერთგული სამსახურისთვის მთავარმამა პავლემ თავისი ხელით გაუჩინა აღაპი იანიკს:
,,თუესა დეკენბერსა ლ, დღესასწაულსა წმიდისა.... (ვერ ვკითხულობ) განვუწესეთ აღაპი ესე ძმასა ჩუენსა იანიკსა მორფიტიან ყოფილსა, მრავალთა ჟამთა მსახურებისათვის და შემდგომად სიკვდილისა მისისა პერპერა მ (40) [დაგუიტევა]. აღესრულებოდეს ყოვლითა გულმოდგინებითა".
ამალფიელმა ბენედიქტელებმა ათონზე მონასტერი დაარსეს სწორედ ქართველთა დახმარებით, კარგადაა ცნობილი ლეო რომაელის და გაბრიელ ქართველის ლეგენდად ქცეული მეგობრობაც, ევროპელი ბერები მეგობრობდნენ ქართველ ათონელებთან გიორგი მთაწმინდელის დროსაც
ივერონის ქართველთა მონასტერში შემონახული ბალავარიანის ძველ ფრანგული თარგმანის ფილოლოგიური ანალიზიდან ირკვევა, რომ ქართველთა მონასტერში უნდა ყოფილიყო სხვა, ფრანგი ბერიც, რომელმაც ქართველ ბერთან ერთად ძველ ფრანგულად თარგმნა ბალავარის და იოდასაფის სიბრძნე, თარგმნმა დიდი გავლენა იქონია ძველი ფრანგული ლიტერატურის განვითარებაში.
1204-წელს მთელი ათონის მთიდან მხოლოდ ქართველთა მონასტერი შევიდა ევქსრისტიულ კავშირში პაპ ინოკენტი მესამესთან, ამაზე თვით ბერძნული წყაროები წერენ (გრიგოლ იკოდომოპულოსი, დიმტრიოს ოჰრიდელი...), რის გამოც ბერძნებმა ქართველ ათონელებთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტეს, მაგრამ ქართულ ეკლესიას ქრისტიანულ დასავლეთ ევროპასთან კავშირი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა, ვიდრე ბიზანტიასთან.
область
ოკუპირებულ სოხუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სომხეთიდან და საბერძნეთიდანაც დაესწრებიან

დროებით ოკუპირებულ სოხუმში "მოსკოვის სახლის" მხარდაჭერით, კონფერენცია "ტრადიციული ოჯახის ღირებულებები - ხალხთა ერთიანობის საფუძველი", "ოჯახი და მშვიდობა" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" არ აღიარებენ.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ანონსში წერია:

მოდით, განვიხილოთ:
- ოჯახის მხარდაჭერა და დაცვა;
- ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება;
- მრავალშვილიანი ოჯახების როლისა და მშობლის ავტორიტეტის გაზრდა;
- ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნება, შობადობის გაზრდა და განქორწინებების შემცირება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати