USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ
дата:  652

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

"პატიმარი მიხეილ სააკაშვილი #12-ე დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. ყველა სამედიცინო მომსახურება, რომელიც ესაჭიროებოდა, მას მიეწოდა, მისი უფლებები არის დაცული, რისი ნათელი დასტურიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით. ეს გარემოება ნათლად უსვამს ხაზს ჩვენი თითოეული მოქმედების კორექტულობასა და ერთგულებას ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებებისადმი.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ წუთამდე არ შეუსრულებია სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებული მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რითაც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.

სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ დესტრუქციულ ოპონენტებს ნაცვლად იმისა, რომ გადაედგათ ჰუმანური ნაბიჯი და მოეწოდებინათ მისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად გაუგებრად იყენებდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი ვიწრომერკანტილური, პოლიტიკური ინტერესებისთვის, რასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანურ თანადგომასთან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი გახდა ადამიანი, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებებისას სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით გაჩნდა კონსტიტუციური ვალდებულება, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი უპირობო ერთგულებისა იმ იდეალებისადმი, რომლისთვისაც ათეული წლების განმავლობაში იბრძოდა ქართველი ერი და რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სწორედ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტრუქციული პოლიტიკური ძალის წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული.

"ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში“,-აღნიშნავს ბრეგაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. გუშინ, ღამე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კერძოდ, მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати