USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
იუსტიციის მინისტრი „ალტ-ინფოს“ რეგისტრაციის გაუქმებაზე: ამას ჩვენი მხრიდან არავითარი პოლიტიკური მოტივაცია არ აქვს. იყო მომართვა, აღმოჩნდა ხარვეზი და რეგისტრაცია გაუქმდა
თარიღი:  803

ამას ჩვენი მხრიდან არავითარ პოლიტიკური მოტივაცია არ აქვს. იყო მომართვა, აღმოჩნდა ხარვეზი და რეგისტრაცია გაუქმდა. თუ პოლიტიკური პარტია თავად უშვებს შეცდომას, მის გამოსწორებაზე თავად უნდა იზრუნოს და პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტია იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ალტ-ინფოს“ რეგისტრაციის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა.

ალტ-ინფოს“ რეგისტრაცია გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს განცხადების საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, რომ შეესწავლათ მისი რეგისტრაციის კანონიერება და შესწავლის შემდეგ საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაცია გაეუქმებინა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. იქ იყო მამხილებლის განცხადება, შემდეგ იყო ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა და ამ მიმართვის შედეგად რეესტრმა განიხილა, ნახა რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა და ამის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება. შესაძლებელია არსებობდეს ხარვეზი, ზოგჯერ რეგისტრაციის პერიოდში და თუ შემდგომში ეს ხარვეზი გამოვლინდება, ამის საფუძველზე ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ რეგისტრაცია გააუქმა

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის