USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Tbilisi
იწყება შეხვედრების ციკლი თემაზე - "ნამახვანის ჰესების კასკადი - სარგებელი და საფრთხეები"
Date:  557
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA-ს ორგანიზებით იწყება შეხვედრების ციკლი ნამახვანის ჰესის აშენების თაობაზე. 
"ვიწყებთ შეხვედრების ციკლს თემაზე: "ნამახვანის ჰესების კასკადი - სარგებელი და საფრთხეები"
შეხვედრები გაიმართება GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის, საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების ორგანიზებით Facebook Live ფორმატში.
პირველი დისკუსია შედგება ორშაბათს, 22 მარტს, 20:00 საათზე და მასში მონაწილეობას მიიღებენ:
მურმან მარგველაშვილი- WEG დამფუძნებელი და საბჭოს წვერი, ინჟინერ ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი
ვახტანგ ჭარაია- თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი; საქართველოს მეცნიერება აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი ეკონომიკის მიმართულებით
დავით მირცხულავა- საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე
მეორე შეხვედრა გაიმართება პროექტის მოწინააღმდეგე ექსპერტებთან და ადგილობრივი წინააღმდეგობის მოძრაობის, "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლებთან." - საკუტარ ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს განცხადებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way