USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
იტალიური ჟურნალი The Good Life სტატიას „თბილისი ათასი და ერთი ღამის, ხელოვნებისა და სტილის კალეიდოსკოპი“ აქვეყნებს
Date:  797

პოპულარული იტალიური ჟურნალი The Good Life თბილისის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცემის ფოტოგრაფ-ჟურნალისტმა ანდრეა ფორლანმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა.

სტატიაში თბილისის ტურისტულად საინტერესო ადგილები, დედაქალაქის ისტორია, კულტურა, არქიტექტურა, ძველი თბილისის ქუჩები, ქართული სამზარეულო და ღვინოა აღწერილი.

„თბილისში სადაც ეზოა ყველგან ვაზია. ყოველივე ამის შემდეგ, არქეოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ, როგორც ჩანს ღვინო აქ დაიბადა, ქრისტეს შობამდე დაახლოებით 6000 წლით ადრე. 524 ჯიშის ყურძენს შორის ყველაზე პოპულარული საფერავი, წითელი და ნახევრად ტკბილი ქინძმარაულია, რომელიც ძალიან მოწონებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“, - წერს ანდრეა ფორლანი და სტატიას პიცისა და ხაჭაპურის ერთმანეთთან შედარებით აგრძელებს.

„მათთვის, ვისაც არასდროს სმენია ქართული სამზარეულოს შესახებ, პატარა ლექსიკონი შეიძლება გამოგადგეთ: ხაჭაპური, ხინკალი. პირველი, ჩვენი პიცის კავკასიელი ბიძაშვილია და მაგიდებზე სრიალებს სხვადასხვა რეგიონულ კონფიგურაციებში, ნაკლებად რთული მოსამზადებელია იმერული ხაჭაპური, სულგუნი ყველით საოცრებაა, მაგრამ მწვერვალი არის აჭარული წარმოშობის ხაჭაპური – ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან. ნავის ფორმის ხაჭაპური, ღრუში მოთავსებული მდნარი ყველის აბაზანაში ჩაძირული კვერცხის გული, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაუმატებთ კარაქს, რომელიც არასოდესაა მსუბუქი“, - წერს სტატიის ავტორი.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way