USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
თბილისი
იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, იწვის ტყეები
თარიღი:  

იტალიის საავადმყოფოებში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების გამო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რომში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, გუშინ ქალაქში 41.8 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ივნისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს - 40.7 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. სიცილიააში ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 41 გრადუსს მიაღწია, ხოლო სარდინიაში - 45 გრადუსს.

სამხრეთ ქალაქ ნეაპოლში, კარდარელის საავადმყოფომ განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა 231 პაციენტს დასჭირდა.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ 23 ქალაქში, მათ შორის რომში, ფლორენციაში, ბოლონიაში, ბარიში, კატანიაში, კალიარიში, პალერმოსა და ტურინში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, მოერიდონ გარეთ გასვლას ყველაზე ცხელ საათებში და უარი თქვან ალკოჰოლზე, ყავასა და გაზიან სასმელებზე.

მაღალი ტემპერატურის პარალელურად, საბერძნეთი ორი დღეა ტყის ხანძარს ებრძვის. სტიქია ათენთან ახლოს მძვინვარებს. ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლი ახლომდებარე დასახლებებთანაც ვრცელდება, რის გამოც მოსახლეობა გაიხიზნა.

უკვე განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები. ხანძრის ლოკალიზებას 250 სამაშველო ბრიგადა, 75 ერთეული სპეცტექნიკა, 11 თვითმფრინავი და 10 ვერტმფრენი ცდილობს. მაშველებს მოხალისეებიც ეხმარებიან.

ტყის ხანძები მძვინვარებს მეზობელ თურქეთშიც. ქვეყენაში ცეცხლის რამდენიმე კერაა დაფიქსირებული. სტიქიასთან ბრძოლისთვის მობიულიზებულია როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო სამაშველო სამსახურები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ჩინაკალეში. ძლიერი ქარის გამო დიდია რისკი, რომ ცეცხლი ტყის მასივიდან დასახლებულ რაიონებზეც გავრცელდეს.

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის