USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
ისტორიაში პირველად ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა, ელენე ქობალიამ მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
თარიღი:  411
ისტორიაში პირველად ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ბათუმმა მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს „მსოფლიოს ახალგაზრდული სერია - 2025" უმასპინძლა. 11 წლამდე ასაკის მაგიდის ჩოგბურთელებს შორის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა ელენე ქობალია. მან ფინალი აზერბაიჯანელ მეჰინ მირზაბალაიევასთან დათმო. ელენე პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტურნირზე 17 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ანასტასია ჩხარტიშვილმა.
„მსოფლიოს ახალგაზრდული სერია - 2025“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ტურნირს საქართველომ უკვე მეოთხედ უმასპინძლა, თუმცა წლევანდელი ასპარეზობა ყველაზე მასშტაბური იყო და მასში 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მონაწილეობდა.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის