USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
ისრაელში დაღუპული თამარ გოლდენბერგის დედა: ამ ამბამდე ერთი კვირით ადრე შეყვარებულმა ხელი სთხოვა. დიდი ქორწილი უნდოდა. ათას კაცზე მეტი მოვიდა მის სასაფლაოზე, აი, ასეთი ქორწილი გადავიხადეთ
თარიღი:  811

„იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი ისრაელში „ჰამასის“ პირველი ქართველი მსხვერპლის ოჯახის წევრებს შეხვდა. თამი კორსანტია გოლდენბერგი 7 ოქტომბერს, „ნოვას“ ფესტივალზე ტერორისტთა თავდასხმისას გაუჩინარდა. ოჯახს 14 დღის განმავლობაში ჰქონდა იმედი, რომ გოგონა გადარჩა და „ჰამასის“ ტყვეებს შორის იმყოფებოდა, თუმცა 21 ოქტომბერს მისი ცხედარი იპოვეს. მანქანას, რომელშიც თამი იჯდა ,ღაზას სექტორიდან ნასროლი ჭურვი მოხვდა. მარიამ ოშხნელი შეხვდა თამი გოლდენბერგის მშობლებს, რომლებმაც პირველი ომი 90-იან წლებში აფხაზეთში გამოიარეს.

„ბოლო სატელეფონო კავშირზე თამარი შაბათს დილას გამოვიდა, შვიდს რომ აკლდა 15 წუთი, სახლში მოვდივართო. შვიდ საათზე დაიწყო რაც დაიწყო. სროლები კი იყო, მაგრამ ეგონათ, რომ შოუს ნაწილი იყო. როცა გავიგეთ რაც მოხდა, დავიწყეთ ძებნა სოფლებში, 7 სოფელია. დიდი მანქანა ვიშოვეთ და ახლობლები ვეძებდით. პირველ დღეს შევდიოდით სოფლებში და გამოჰქონდათ სიები, სადაც ცოცხლების სიაში თამარიც ეწერა. ვფიქრობდი, თუ გამოვიდა, უნდა დაერეკა, ან მოსულიყო სახლში, მაგრამ არ დაბრუნებულა. იმედი გვქონდა, ტყვედ მაინც იყო ჩავარდნილი, რადგან ასე მისი გათავისუფლების შანსები არსებობდა“, - იხსენებს თამარის მამა გოჩა კორსანტია.

თამარის დედა ჰყვება, რომ შვილს 14 დღის განმავლობაში ელოდნენ.

„14 დღე ძალიან ბევრია, როდესაც შვილს ეძებ, ეს გაუსაძლისია. 14 დღე ელოდები როდის დაგიკაკუნებენ კარზე და გეტყვიან, რომ შენი შვილი დაიღუპა. ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა, ვინც ამ დღეებში მოდიოდა, სთხოვა, ზარი არ დაერეკათ კარზე, რადგან ყველა ზარზე გული მისკდებოდა. მარიკა ინტერვიუებს აძლევდა ყველა არხს, ჩემი ქმარი ძაღლებით, მეგობრებთან ეძებდა - ყველა სანტიმეტრი შეამოწმა. ბოლოს დარწმუნებულები ვიყავით, რომ ტყვედ ჰყავდათ. ფიქრიც არ შემეძლო იმაზე, რომ დაიღუპა. ერთი კვირით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა, შეყვარებულმა ხელი სთხოვა. ოჯახის შექმნა უნდოდა. მეკითხებოდა, დედა, დიდ ქორწილს გადამიხდიო? რად გინდა დიდი ქორწილი, სჯობს სადმე წახვიდე მეთქი, ის კი მპასუხობდა, დიდი ქორწილი მინდაო. ათას კაცზე მეტი მოვიდა მის სასაფლაოზე, აი, ასეთი ქორწილი გადავიხადეთ“, - იხსენებს ტატიანა გოლდენბერგი.

„დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

წყარო:https://imedinews.ge
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის