USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ალყაში მყოფი საავადმყოფო შტურმით აიღეს
თარიღი:  

ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ალყაში მყოფი საავადმყოფო შტურმით აიღეს, სადაც ასობით ადამიანი იმყოფება. მედიის ინფორმაციით, დილით გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ, ისრაელის არმია ხან იუნისში, ნასერის ჰოსპიტალში ინტენსიური ცეცხლით შევიდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, საავადმყოფოს შენობას თავს „ჰამასის“ ათობით მებრძოლი აფარებს თავს, ამასთან შენობაში დაჯგუფების შეიარაღება ინახება.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცებმა პაციენტებს შენობა იძულებით დაატოვებინეს და საავადმყოფოს შენობის ნაწილობრივ დანგრევას გეგმავენ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის