USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
ისრაელის იერიშს ბეირუთზე „ჰეზბოლას“ მეთაური იბრაჰიმ აქილი ემსხვერპლა
თარიღი:  572

ისრაელის საჰაერო იერიშს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე „ჰეზბოლას“ მეთაური იბრაჰიმ აქილი და დაჯგუფების კიდევ 13 მაღალჩინოსანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აქილის დაღუპვა გვიან ღამით თავად „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა და მას „ერთ-ერთი მაღალი რანგის ლიდერი“ უწოდა. მისი სიკვდილის დეტალები უცნობია.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბეირუთზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

მანამდე ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ დაბომბვის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება 66 ადამიანმა მიიღო. ცხრა მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქზე საჰაერო იერიში გუშინ საღამოს მიიტანა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის