USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ისრაელი გაერო-ს - ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაცია 24 საათის განმავლობაში უნდა განხორციელდეს
თარიღი:  405

გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, ღაზაში გაერო-ს ჯგუფის ხელმძღვანელებს ისრაელის არმიაში მათმა მეკავშირე ოფიცრებმა აცნობეს, რომ ვადი ღაზას ჩრდილოეთიდან მთელი მოსახლეობის ღაზას სამხრეთით ევაკუირება 24 საათის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

"ეს არის დაახლოებით 1.1 მილიონი ადამიანი. იგივე ბრძანება ეხებოდა გაეროს ყველა პერსონალს და გაეროს დაწესებულებებში თავშეფარებულებს - მათ შორის სკოლებში, ჯანმრთელობის ცენტრებსა და კლინიკებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი გადადგილების განხორციელებას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე", - ნათქვამია გაერო-ს განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაერო კატეგორიულად მოითხოვს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მომხდარი ტრაგედია შეიძლება კატასტროფულ ვითარებაში გადაიზარდოს.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის