USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ისრაელი: “ფაიზერით” აცრილებში COVID-19-ის სიმპტომური შემთხვევები 94%-ით შემცირდა
Date:  651

ისრაელის უმსხვილესი ჯანდაცვის პროვაიდერი აცხადებს, რომ 600 000 ადამიანს შორის, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით ფაიზერის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, COVID-19-ის სიმპტომატური შემთხვევები 94%-ით შემცირდა.

ორგანიზაციის განცხადებით, 92%-ით ნაკლებია შანსი, რომ ვაქცინირებულ მოქალაქეებს დაავადების მძიმე ფორმები განუვითარდეთ. როგორც “როიტერსი” წერს, აღნიშნული კვლევის ფარგლებში ერთმანეთს შეადარეს ორი ერთი და იმავე ზომის ჯგუფი მსგავსი სამედიცინო ისტორიით. ერთ ჯგუფს ვაქცინა არ მიუღია, მეორე კი ორივე დოზით იყო აცრილი:

“მონაცემები ცხადყოფს, რომ ფაიზერის ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ძალზედ ეფექტურია მეორე დოზით აცრიდან ერთი კვირის შემდეგაც კი როგორც ეს კლინიკური ტესტირებისას დადგინდა” – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მისი თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ აღნიშნული ვაქცინა კიდევ უფრო ეფექტურია მეორე ინექციიდან ორი კვირის და მეტის გასვლის შემდეგ.

ვეიზმანის სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევრები, რომლებიც მონაცემების ქვეყნის მასშტაბით ითვლიან, აცხადებენ, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ კარდინალურად შემცირდა ჰოსპიტალიზაციისა შემთხვევები იმ ასაკობრივ ჯგუფში (60 წლის ასაკიდან), რომელიც პირველ ეტაპზე აცრეს, როცა ჰოსპიტალიზაციის და მძიმე ავადობის შემთხვევები იზრდებოდა შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში, რომელთა ვაქცინაციაც კვირების შემდეგ დაიწყო.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way