USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ისნის რაიონში, აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
თარიღი:  655
ისნის რაიონში, აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან, ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს.
ამჟამად, წყალმომარაგების და წყალარინების ცენტრალური ქსელები იცვლება. ასევე, განახლდება გაზმომარაგების ქსელი. ხოლო, მომდევნო ეტაპზე, დაიწყება სანიაღვრე ქსელის მოწყობა და საგზაო სამუშაოები.
საჰაერო სადენების გადატანა მოხდება სპეციალურ მიწისქვეშა კაბელ-არხებში.
ახალი გარე განათების ქსელი მოეწყობა და LED სანათები დამონტაჟდება.
ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოეწყობა, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, ზებრა-გადასასვლელები დაიხაზება და საპარკინგე სივრცეები მოეწყობა.
ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარია გათვალიაწინებული.
პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის