USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
ისნის რაიონის გამგეობამ, ექვს მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია დაასრულა
дата:  425
ისნის რაიონის გამგეობამ, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ექვს მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია დაასრულა.
სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე:
 ქეთევან დედოფლის გამზირი N12-ში, N21-სა და N76-ში
 ვაზისუბნის IV მ/რ, I კვარტ. კორპ.N11-ში
 ვაზისუბნის IV მ/რ, III კვარტ. კორპ. N14-სა და N15 -ში.
როექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 199 337 ლარით დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати