USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  1410

უმრავლესობის წევრი ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული მასშტაბები მიიღო ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წარმოებულმა დეზინფორმაციის კამპანიამ. ამჯერად, ამ კუთხით გამოირჩა ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც არაპროფესიონალურად, ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით, მტკიცებულებების გარეშე, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე მეკუთვნის ე.წ. ქოლცენტრი, სადაც ადამიანები ევროპელი პენსიონერების ფულის მითვისებით არიან დაკავებული. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს არის უსინდისო ტყუილი, რომელიც არ ეფუძნება არანაირ მტკიცებულებას, „ფორმულასთვის“ ე.წ. წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარდა.

ასევე ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩემთან დაკავშირების მცდელობაც კი არ ჰქონიათ. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რომ ეს აბსურდული ტყუილი რეაგირების გარეშე დავტოვო. ჩემი იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს „ფორმულას“ წინააღმდეგ, რომელსაც უახლოეს დღეებში შევიტანთ სასამართლოში. ასევე, ამ ტელევიზიის წინააღმდეგ მზადდება სარჩელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შესატანად. ყველამ, ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებების მხრიდან წამოსული ეს ბინძური ტყუილი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩირქი მოსცხონ ჩემს რეპუტაციას, ამავდროულად კი დააზიანონ „ქართული ოცნება“, რადგან მმართველი გუნდის წევრი ვარ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის