ცისკარიშვილისა და იდუმალას ქუჩის მიმდებარედ, 800 კვ.მ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
პროექტის დასკვნით ეტაპზე მიმდინარეობს მოსასვენებელი სივრცისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ასევე მონტაჟდება გარე განათება. ტერიტორია გამწვანდა ხე-მცენარეებით და აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.
პროექტის ფარგლებში, ასევე გაკეთდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები.
აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში, 380 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.