საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერების აფხაზეთის ტერიტორიაზე ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შტატგარეშე თანამშრომელი – თანაშემწე, თანამდებობიდან გადადგა.
“ძვირფასო მეგობარებო, 2020 წლის 18 აგვისტოს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებაში დაძაბულობის ასაცილებლად, მივიღე გადაწყვეტილება, საკუთარი სურვილით გადადგომაზე განცხადება დავწერო. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის და ყველგან ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს დავიცავ”, – წერს ლაშა საკანია.
23 აგვისტოს აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაციის უმაღლესმა საბჭომ – “არუაამ” სახალხო კრების დეპუტატები შეხვედრაზე მიიწვია. შეხვედრის ოფიციალური მიზეზი გახდა აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ლაშა საკანიასა და ქართველ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა.