USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალია
თარიღი:  772

ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიპლომატიური და სადაზვერვო არხების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი თანამემამულე ირანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და ის იტალიაში ბრუნდება“, - ნათქვამია იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟურნალისტი სესილია სალა თეირანის პოლიციამ 19 დეკემბერს მაშინ დააკავა, როცა ის რეპორტაჟს იღებდა.

მოგვიანებით, იტალიელი ჟურნალისტის დაკავება ირანის კულტურის სამინისტრომაც დაადასტურა, რომლის განცხადებით, სესილია სალამ „ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონები დაარღვია“.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის