USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ირანმა საფრთხის შემთხვევაში, სპარსეთის ყურეში ამერიკული საზღვაო ხომალდების განადგურების ბრძანება გასცა
თარიღი:  631

ირანი აშშ-ის სამხედრო გემებს გაანადგურებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენს ხომალდებს საფრთხეს შეუქმნიან, - ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელმა, ჰოსეინ სალამიმ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

„მე ბრძანება მივეცი ჩვენს საზღვაო ძალებს, გაანადგურონ ნებისმიერი ამერიკული ტერორისტული ძალა სპარსეთის ყურეში, რომელიც ირანის სამხედრო თუ არასამხედრო გემებს საფრთხეს შეუქმნიან“,-აღნიშნა სალამიმ.

მისივე თქმით, სპარსეთის ყურის უსაფრთხოება ირანის სტრატეგიული პრიორიტეტია.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ამერიკის სამხედრო ძალებს ბრძანება მისცა ირანის ხომალდები გაანადგურონ, თუ ისინი მათ საფრთხეს შეუქმნიან.

მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას შტატების 6 სამხედრო გემი საერთაშორისო წყლებში წვრთნებს გადიოდა, რა დროსაც მათ ირანის რევოლუციური გვარდიის ფლოტი აედევნა. ამერიკის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ირანული გემები მათი ხომალდების გარშემო დიდი სისწრაფით, ახლო მანძილზე გადაადგილდებოდნენ, რასაც მათი თქმით, პროვოკაციულია და შეტაკების შესაძლებლობას აჩენს.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის