USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
თბილისი
ირანმა ისრაელზე დარტყმებისთვის ახალი, მანევრირებადი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს
თარიღი:  1632

ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე განხორციელებული ბოლო დარტყმების დროს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სახელმწიფო სააგენტო FARS-ის ცნობით, კვირას ღამით ისრაელს „ჰაჯ კასემის“ ტიპის მართვადი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს.

ირანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა აზიზ ნასირზადემ, 4 მაისს ირანულ ტელევიზიას განუცხადა, რომ ახალი რაკეტა შეძლებს ისეთი თავდაცვითი სისტემების გადალახვას, როგორიცაა ამერიკული ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემა (THAAD) და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა და სხვები, რომლებსაც ისრაელი იყენებს.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანმა რაკეტა მაისის დასაწყისში წარადგინა და განაცხადა, რომ ის მყარ საწვავზე მუშაობს, მისი მოქმედების რადიუსი 1200 კილომეტრია და აღჭურვილია მანევრირებადი ქობინით, რომელსაც შეუძლია სარაკეტო თავდაცვის სისტემების გარღვევა.

შეგახსენებთ, ირანმა წუხელ ისრაელზე სარაკეტო შეტევის მორიგი ტალღა განახორციელა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა.

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის