USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
ირანის უზენაესმა ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი - „ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება
თარიღი:  896

„ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელის ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შემდეგ განაცხადა.

„მისი სიკვდილი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის ფრონტისთვის მტკივნეულია, მაგრამ ეს სინვარის მოწამეობრივი სიკვდილით არ დასრულდება. „ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

მისივე თქმით, სინვარი „წინააღმდეგობისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო“.

„მან 2023 წლის 7 ოქტომბრის აუნაზღაურებელი დარტყმა, ამ რეგიონის ისტორიაში მის მემკვიდრეობად დატოვა“, - აღნიშნა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის