USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ირანის შს სამინისტროს განცხადებით, ქალაქ ქერმანში მომხდარი ტერაქტის საქმეზე რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს
თარიღი:  437

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, ირანის ქალაქ კერმანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენი ქვეყნის ქმედუნარიანმა სადაზვერვო სააგენტოებმა მოიპოვეს ძალიან კარგი ინფორმაცია კერმანში ტერორისტულ აფეთქებებში მონაწილე ელემენტებთან დაკავშირებით და ამ ინციდენტში მონაწილეთა ნაწილი დააკავეს“, - აღნიშნა მინისტრმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, ირანის ქალაქ კერმანში, ირანის ელიტური „ყუდსის ძალების“ ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს ორი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც უამრავი ადამიანი სოლეიმანის მკვლელობის მეოთხე წლისთავზე, მისთვის პატივის მისაგებად, მსვლელობას მართავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა.

ირანმა მომხდარში ისრაელი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დაღუპულების დაკრძალვის ცერემონია დღეს გაიმართა, სახელმწიფო ტელევიზია კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ შეკრებილი ადამიანები სკანდირებენ: „შურისძიება, შურისძიება!“

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის