USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თეირანი ეწინააღმდეგება რეგიონში უცხო ქვეყნის ყოფნას
თარიღი:  1158

ირანი ეწინააღმდეგება უცხოელი წარმომადგენლების ყოფნას რეგიონში, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა, ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან ერთობლივ ბრიფინგზე.

"ირანი ეწინააღმდეგება რეგიონში, - როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში, - უცხოელი წარმომადგენლების ყოფნას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის წარმომადგენლების საქმიანობა და პლატფორმა „3+3“. ირანი არ დაუშვებს რეგიონში ნებისმიერ გეოპოლიტიკურ ცვლილებას, - ეს ჩვენი წითელი ხაზებია. ჩვენ გადავდგამთ ყველა საწირო ნაბიჯს, რომელიც ნებისმიერ მსგავს იდეას დაუპირისპირდება“, - განაცხადა მინისტრმა.

 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის