ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ჰარიჯის, კორონავირუსი დაუდგინდა. იგი ჟურნალისტებთან ბრიფინგებს მართავდა ქვეყნის სამედიცინო უწყებების მიერ კორონავირუსთან გატარებულ პრევენციულ ღონისძეიებებთან დაკავშირებით, თუმცა აღმოჩნდა რომ თვითონ მასვე აღმოაჩნდა აღნიშნული დაავადება.
ირანის ჯანმრთელობის სამინისტროს პრეს-სპიკერის განცხადებით, მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად დაუდასტურდა დაავადება და იგი ახლა კარანტინის ზონაში იმყოფება.
გუშინ ირანულმა ერთ-ერთმა მედიამ პარლამენტის წევრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ყუმში 50-მდე გარდაცვლილი ფიქსირდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია კი ჰარიჯიმ უარყო და განაცხადა, რომ ეს თუ სიმართლე აღმოჩნდებოდა აუცილებლად გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.