USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ირანი ეჭვობს, რომ კოვიდ 19 ვირუსი ბიოლოგიურ იარაღად გამოიყენეს
дата:  567

  ირანი იმის გარკვევას ცდილობს, გამოიყენეს თუ არა კოვიდ 19 ბიოლოგიურ იარაღად. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ჰასან არაგიზადემ განაცხადა. „ყველა ქვეყანა სწავლობს ამ საკითხს, რათა დაადგინოს, იკვეთება თუ არა ბიოლოგიური ომის ნიშნები. ამ საკითხზე მუშაობენ ირანელი მეცნიერებიც, თუმცა საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო,“-აღნიშნა არაგიზადემ. დღეისათვის ირანში კორონავირუსის 71 686 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 5000 მდე ადამიანი

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати