USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ირანი - თუ ისრაელის დანაშაულები გაგრძელდება, ისლამური სამყაროს რეაქცია ძლიერი იქნება
თარიღი:  550

ლიბანის უსაფრთხოება ირანის უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ლიბანელ კოლეგასთან, აბდალა ბუ ჰაბიბთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი მტკიცებით, ის ქმედებები, რასაც ისრაელი ღაზაში ახორციელებს, ომის დანაშაულია.

„ისრაელის მიერ ღაზაში ჩადენილი ომის დანაშაულების მიუხედავად, პალესტინის წინააღმდეგობამ გამოაცხადა, რომ მას აქვს დიდი საშუალებები და ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. პალესტინის ოპერაცია იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის და ამ რეჟიმის ექსტრემისტული მთავრობის მიერ პალესტინელი ერის წინააღმდეგ განხორციელებულ უწყვეტ ექსტრემიზმსა და დანაშაულებზე და ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმებზე“, - აღნიშნა ირანის საგარეო მინისტრმა.

მისი თქმით, „თუ სიონისტური რეჟიმის დანაშაულები გაგრძელდება, ისლამური სამყაროს რეაქცია ძლიერი იქნება“.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის