USD 2.6453
EUR 3.0156
RUB 3.4078
თბილისი
ირაკლი ზარქუა: ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ გიორგი გახარია შექმნის პარტიას
თარიღი:  796

ჩვენ გვაქვს ისეთი საპარლამენტო გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პარტია, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძნოს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, მისასალმებელია, თუ გიორგი გახარია პარტიას შექმნის.

„მე მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც მაქსიმალურად დაიცავს ქართულ ინტერესებს და მათ შორის მმართველ პარტიას არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ჭიდილი. ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ შექმნის იმიტომ, რომ ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა ალბათ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის