USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ირაკლი ნადირაძე - ყველა ძირითად დოკუმენტზე ხელმომწერი სწორედ კახა კალაძეა
თარიღი:  690

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, თბილისის მერიის წინააღმდეგ თბილისელების ქონების გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

როგორ ირაკლი ნადირაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოძიების მიმდინარეობას უარყოფს, ამიტომ საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს.

„ვიდრე კალაძე საკრებულოში მისვლას და ოპოზიციის მწვავე კითხვებს გაურბის, თბილისის მერისა და მერიის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების ქონების და თანხების ფლანგვა გრძელდება. ამის შესახებ საუბრობს არამხოლოდ ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ამ წუთებშიც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება. ორი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, საქმე ეხება მილიონობით ლარის, თბილისელების ქონების გაფლანგვას. ყველა ძირითად დოკუმენტზე ხელმომწერი სწორედ კახა კალაძეა. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ დრომდე უარყოფს იმ ფაქტს, რომ თითქოს რაიმე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურის მიერ, ჩვენ გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი და ეს არის სასამართლო განჩინება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს ეს სისხლის სამართლებრივი საქმე. იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ჩვენ მოვუწოდებთ და მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, რომ გააკეთოს საჯარო განმარტებები რას და ვის ეხება მერიის მხრიდან აღნიშნული თანხების გაფლანგვა, ჰყავთ თუ არა დაკითხული კახა კალაძე, კახა კალაძის ტოტალიზატორის ყოფილი უფროსი, რომელიც ამჟამად თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსია და თუ არ ჰყავთ გამოკითხული, როდის იგეგმება ამ ადამიანების გამოკითხვა, რადგანაც ამ ქონებების განკარგვაზე პასუხისმგებელი იყვნენ კახა კალაძე და მერიის სხვა მაღალჩინოსნები“, -განაცხადა ნადირაძემ.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის