USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ირაკლი კობახიძისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთობლივი ბრიფინგი.
თარიღი:  384

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამ წუთებში ირაკლი კობახიძისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთობლივი ბრიფინგი მიმდინარეობს.

დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის. კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართველ ერს წინასწარ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.

„მოგესალმებით ყველას, მთელი გულითა და პატივისცემით. ძალიან მახარებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და მის დელეგაციას ვმასპინძლობ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. კიდევ ერთხელ თქვენს წინაშე და თქვენი თანდასწრებით მივესალმები მათ. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მივიღეთ სამწუხარო ამბავი ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, სლოვაკეთიდან, საშინელი თავდასხმა მოხდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, ბატონი რობერტ ფიცოს წინააღმდეგ. ვუსურვებთ მას და სლოვაკ ხალხს ძალიან მალე ამ პრობლემის დაძლევას და ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობის დამრღვევი ნებისმიერი ფაქტის წინააღმდეგ დგომას.

მინდა მივულოცო ქართველ მეგობარ ერს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ, 10 დღით ადრე და აქვე მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისი დანიშვნა თებერვალში და წარმატებები ვუსურვო,“- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვსტუმრობდე ბატონ ერდოღანს, რომელიც არის არა მხოლოდ პრეზიდენტი, რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერია, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის, თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„დიდი პატივია ჩემთვის ოფიციალური ვიზიტით პრემიერის რანგში პირველად ვსტუმრობდე მეგობარ ქვეყანას, თურქეთის რესპუბლიკას. თურქეთთან საქართველოს აკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა. რა თქმა უნდა ამ პარტნიორობას ყველა ძალიან ვუფრთხილდებით. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვსტუმრობდე ბატონ ერდოღანს, რომელიც არის არა მხოლოდ პრეზიდენტი, რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერია, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის, თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის