უკრაინა რომ ყოფილიყო ნატოს წევრი, ეს ომი არ მოხდებოდა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კომენტარი ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა იმას, რომ „მაპიც“ კი არ მოგვცეს მაშინაც კი, როდესაც ქვეყანამ ომი გამოიარა. ცხადია აქ ყველაფერი. 2008 წლის ომის შემდეგაც იყო სამიტები წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ „მაპი“ არ მოგვცეს. არ მინდა სიღრმეში შევიდე, ბევრი ექსპერტი განმარტავს მიზეზებს. მაგრამ უკრაინა რომ ყოფილიყო ნატოს წევრი, უკრაინაში ეს ომი არ მოხდებოდა. ამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული. სამწუხაროდ ასე მოხდა“, - აღნიშნა კობახიძემ.