USD 2.7362
EUR 3.1677
RUB 3.4602
თბილისი
ირაკლი კობახიძე: "უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე"
თარიღი:  517

საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა გააუქმა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ეს პრაქტიკა მათ შორის კორუფციის რისკებს შეიცავდა და ამიტომ, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღეს.

"ჩვენ უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე. თავისთავად, ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის კორუფციის რისკებს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და უძრავი ქონების, მათ შორის მიწის რესურსის პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან",- თქვა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ამბიციური მიზანია საქართველო შევიდეს მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მმართველობის სისტემის შემდგომი დახვეწა. შარშან, მე განვაცხადე, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება კორუფციის მაქსიმალურად შემცირება ქვეყანაში. გვაქვს მაღალი მონაცემები საერთაშორისო რეიტინგებში, ვუსწრებთ ევროკავშირის 7-8 ქვეყანას კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, თუმცა, არ შეიძლება ამით დავკმაყოფილდეთ. გვაქვს ამბიციური მიზანი - შევიდეთ მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. პოლიტიკური ნება არსებობს, დანარჩენი დამოკიდებულია ამ ნების აღსრულებაზე. ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ ეს შედეგი მივიღოთ ახლო მომავალში. ამისათვის საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა გასული წლის განმავლობაში და მიმდინარე წელს - როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას, ყველაფერი დევს ხელის გულზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. დღემდე ეძიებიან მთავრობის აქტებს, თუმცა მათთვის საინტერესო ვერაფერი ნახეს კრიტიკის მოსურნეებმა, ვინაიდან მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და პრინციპების შესაბამისად, ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ასევე, კითხვები დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციები. დავინტერესდი, ჩავერიე და მეორე დღესვე ყველა დეკლარაცია გაიხსნა. აქაც ეძიებენ გარკვეულ საკითხებს, თუმცა წარუმატებლად, რაც არის ძალიან კარგი", - თქვა კობახიძემ.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის