USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე - ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი - ღიმილისმომგვრელი
თარიღი:  1043

სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები.

უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სუსტი ანალიზის შედეგი სავარაუდოდ, ინფორმაციის ნაკლებობა იყო.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა მცდელობა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, რაც პრეზიდენტმა არ მიიღო.

„სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი. ანალიზის სისუსტე შეიძლება ორი რამის შედეგი იყოს: ერთი, ინფორმაციის დეფიციტის. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კულისებში წარიმართება, წარიმართებოდა ასევე შარშან 19 აპრილის შეთანხმების გარშემო, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ომის დაწყების შემდეგ და ა.შ. თუმცა, ამ ინფორმაციას ის არ იღებდა. გვქონდა შეხვედრები, მაგრამ არ ჰქონდა ის რეაქცია ინფორმაციებზე, რაც უნდა ჰქონოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად, რა ინფორმაციასთან დაკავშირებით ესაუბრა მმართველი გუნდი პრეზიდენტს, პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარი არ იქნება სწორი.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა და მისი ანალიზი ჯამში, სუსტი იყო.

„არ ივარგებს რაღაცების საჯაროდ თქმა, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცებს ჩვენ ვუფრთხილდებით. ეს არის ერთადერთი მიზეზი. საზოგადოებასთან 100%-ით უნდა ვიყოთ გახსნილი, მაგრამ რაღაცებს რომ გავუფრთხილდეთ, ყველაფერს გარეთ ვერ გამოვიტანთ.

ეს გამომდინარეობს ინფორმაციის დეფიციტის გამო, ან შეიძლება არ ჰყავს ისეთი ანალიტიკოსები ადმინისტრაციაში. მთლიანობაში, ძალიან სუსტი იყო ის ანალიზი, რომელიც წარმოდგენილი იყო. ბევრი საჯაროდ ცნობილი ფაქტი იყო მხედველობიდან გაშვებული და ა.შ. სრულიად გულუბრყვილობაა ასეთი რამ დაიჯერო, რომ რეზოლუციის მიზეზი იყო „ნაცმოძრაობის“ კარგი მუშაობა და ჩვენი ცუდი მუშაობა, ეს არის ღიმილისმომგვრელი“, - განაცხადა კობახიძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის