USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი კობახიძე გარეჯის საქმეზე: ეს იყო აშკარად ქვეყნის ღალატის გამოხატული შემთხვევა, თუმცა ღალატი ამ ადამიანებისგან ჩვენ არ გვიკვირს
თარიღი:  449

ეს იყო აშკარად ქვეყნის ღალატის გამოხატული შემთხვევა, თუმცა ღალატი ამ ადამიანებისგან ჩვენ არ გვიკვირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გარეჯის საქმის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„საზოგადოებამ იცის გარეჯის საქმის დეტალები. რეალურად ეს იყო აშკარად ქვეყნის ღალატის გამოხატული შემთხვევა, თუმცა ღალატი ამ ადამიანებისგან ჩვენ არ გვიკვირს. ბევრად უარესი რამ გააკეთეს თავის დროზე, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთს. ამ ფონზე გარეჯთან დაკავშირებული ღალატი შეიძლება უფრო ნაკლები მნიშვნელობისაც კი იყოს, ხატოვნად რომ ვთქვათ, მაგრამ ღალატი არის ღალატი“, - აცხადებს კობახიძე.

„დავით გარეჯის საქმეზე“ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება ედებათ ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის