USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
თბილისი
ირაკლი კობახიძე: „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, ეს ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში
თარიღი:  717

გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, უკვე იწყება ფრენები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, ამ ავიაკომპანიების შემოსვლა ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ქვეყანაში.

„ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ტურიზმი და ავიაცია. ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე. ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში. უკვე იწყება ფრენები. ხანგრძლივი ინტენსიური მოლაპარაკებები უძღოდა წინ ამ შედეგის მიღწევას. სხვადასხვა სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ მოლაპარაკებებში. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამ შედეგის მიღწევისთვის, 30 მარტიდან უკვე დაიწყო ლონდონი-თბილისი-ლონდონის პირდაპირი ფრენები, რომელიც შესრულდება კვირაში ოთხჯერ „ბრითიშ ეარვეისის“ მიერ. ეს რა თქმა უნდა, ტრანზიტულ ფრენებსაც გააადვილებს, მათ შორის აშშ-ში.

ასევე დღეიდან კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია „იზი ჯეტი“ შეასრულებს ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან, კვირაში ორ-ორი სიხშირით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის