USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ირაკლი კობახიძე: ახალი არჩევნები ჩატარდება უკვე ელექტრონული სისტემით და თეორიულადაც გამორიცხულია რამე ტიპის მანიპულაცია
თარიღი:  904

ახალი არჩევნები ჩატარდება უკვე ელექტრონული სისტემით. ჩვენი ამომრჩევლის 91% ხმას ელექტრონული წესით მისცემს, რეგისტრაციას გაივლის ელექტრონული წესით და შესაბამისად, ცესკომ რაც არ უნდა მოინდომოს, უკვე თეორიულადაც გამორიცხულია რამე ტიპის მანიპულაცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი მიზანი, რაც ოპოზიციას აქვს არის ის, რომ როგორმე ბოლომდე არ დაკომპლექტდეს ცესკო.

„თავის დროზე ცესკოს სამი წევრი იყო ასარჩევი - თავმჯდომარე და ორი წევრი. სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა კანდიდატურები თავმჯდომარისა და ორი წევრის და ჩვენ მათ დავუჭირეთ მხარი. შემდეგ კიდევ გამოცხადდა კონკურსი, კომისიამ იქ შეარჩია იგივე კანდიდატურები. ანუ, გამოავლინა, როგორც საუკეთესოები, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ უარი თქვა ამ კანდიდატების წარმოდგენაზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვაშაძემ, ხაბეიშვილმა და სამადაშვილმა მათ მხარი არ დაუჭირეს. ამ ადამიანებმა შეძლეს და როგორც საერთო ეროვნული არჩევნები, ძალიან რთული, პრობლემური თვითმმართველობის არჩევნები ისე ჩაატარეს, რომ არავითარი კრიტიკაც კი არ ყოფილა მათ მიმართ ოპოზიციის მხრიდანაც კი და იგივე იყო შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებითაც. ვერ გააკრიტიკეს ვერაფრით ცესკო, თავმჯდომარე, წევრები და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ ადამიანებს უცხადებ ნდობას, ეს ჯანსაღი მოვლენაა. ამ ყველაფრის მიუხედავად, როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს შესაბამის ადამიანებს, გააკრიტიკე მაინც, სანამ უარს იტყვი მათ მხარდაჭერაზე. ნული კრიტიკა, მაგრამ მაინც არ უჭერენ მხარს. აქედან ჩანს, რომ მათი ერთადერთი თვითმიზანი საბოტაჟია. ყველგან, სადაც შეუძლიათ, მათ შორის, ცესკოშიც მათი ერთადერთი მიზანია საბოტაჟი. ამის შანსი რომ მისცე, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად გააკეთებენ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება უკვე ელექტრონული სისტემით. ჩვენი ამომრჩევლის 91% ხმას ელექტრონული წესით მისცემს, რეგისტრაციას გაივლის ელექტრონული წესით და შესაბამისად, ცესკომ რაც არ უნდა მოინდომოს, უკვე თეორიულადაც გამორიცხულია რამე ტიპის მანიპულაცია. დაუბალანსებელი ოქმების პრობლემა მთლიანად იხსნება. ე.წ. კარუსელი და ა.შ. ყველა ეს თემა წარსულს ბარდება იმ ცვლილებებით, რომელიც განხორციელდა საარჩევნო კოდექსში. ამის მიუხედავად, ერთადერთი მიზანი, რაც ოპოზიციას აქვს არის ის, რომ როგორმე ბოლომდე არ დაკომპლექტდეს ცესკო, რათა პატარა პრობლემები მაინც შეექმნას არჩევნების ჩატარებას. ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს, რომ არჩევნები ჩატარდეს სათანადოდ და ამისთვის ცესკო უნდა იყოს სათანადოდ დაკომპლექტებული. თუ ვინმეს რამე პრეტენზიები აქვს, კეთილი ინებონ და დაასაბუთონ ეს პრეტენზიები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, ვერ აკეთებენ ამას და მაინც არ უჭერენ მხარს. ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის