USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
თბილისი
ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
თარიღი:  187

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.

„ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ასევე გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.

პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის