USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
ირაკლი კობახიძე - თბილისს უნდა ჰქონდეს 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სრულიად ახალი სტადიონი
თარიღი:  1173

„დინამო არენას“ ექსპერტიზაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თბილისს უნდა ჰქონდეს სრულიად ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით.

„რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას „დინამო არენას“ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ამაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი და ისინი მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა. თბილისს უნდა ჰქონდეს სრულიად ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთლიანად ქვეყნის იმიჯზეც ძალიან დადებითად აისახება. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და მივყვებით ამ გეგმას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თუ ამორტიზებული იყო „დინამო არენა“ 26 მარტს როგორ ჩატარდა თამაშები და ოთხი თვის შემდეგ, რატომ არ შეიძლება ერთა ლიგის თამაშების ჩატარება, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში.

„რაც შეეხება წინა თამაშებს, არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში ამაზე ვარ პასუხისმგებელი. რაც შეეხება სამომავლოდ რა, როგორ იქნება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, ყველა რისკი იქნება დაზღვეული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის