USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
ირაკლი კობახიძე - თანამედროვე ბოლშევიკები - სააკაშვილები, გვარამიები, ბოკერიები, მელიები, ბურჯანაძეები და ოქრუაშვილები - ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ
თარიღი:  668

თანამედროვე ბოლშევიკები - მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები - ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას“.

„სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო, თუმცა სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა. დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს, თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები - მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები - ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის