USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას
თარიღი:  486

თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ამისთვის აუცილებელია გულწრფელი დისკუსია“, - აღნიშნავს კობახიძე სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე.

მთავრობის მეთაური, ევროპასთან ინტეგრაციისთვის კიდევ ერთ, პრობლემურ კანონსაც გამოეხმაურა.
მისი თქმით, ე.წ ოჯახური ღირებულებების დაცვის ლგბტქ+ თემის მიმართ დისკრიმინაციული კანონით არ იზღუდება ადამიანის უფლებები.


“ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. როცა ვინმე, ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით არ იზღუდება ადამიანის უფლებები. აქ საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე. ეს კანონი პასუხობს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს”, - განაცხადა პრემიერმა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის