USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი კობახიძე - იმისთვის, რომ დამატებით არ დავამძიმოთ უკრაინის მდგომარეობა, ჯობს, სააკაშვილი იჯდეს ციხეში
თარიღი:  822

სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძე აცხადებს, ეს არის დამატებითი არგუმენტი რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი.

„სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში და საინტერესო არ არის... ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს და უკრაინას. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს და უკრაინას ვუფრთხილდებით, ეს არის დამატებითი არგუმენტი რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი. მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ციხის გარეთ. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს. პირიქით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ უკრაინას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. იმისთვის, რომ დამატებით არ დავამძიმოთ მდგომარეობა, ჯობს, სააკაშვილი იჯდეს ციხეში. მთავარია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის. თქვენ ითხოვთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღოთ გათავისუფლებაზე და სამართლებრივად ეს კაცი ზის იქ სადაც ზის“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მთავრობის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი არეულობის რესურსი არ აქვს.

„დიდი რესურსი არეულობის შემოტანის არ აქვთ, მაგრამ პატარა რესურსი, რა თქმა უნდა, აქვთ. ამიტომ ჯობს იყვნენ იქ, სადაც არიან დღეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 მარტს სასამართლოში „მთავრობის ჩამოგდების“ შესახებ მოწოდება გააკეთა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში“. „თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, საქართველო დაღუპულია“, - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის