USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი კობახიძე - გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა
თარიღი:  862

გიორგი კობახიძის თქმით, გიორგი გახარიას მოუწევს განმარტოს, თუ რატომ უჭერდა მხარს ნიკა მელიასთვის მანდატის მოხსნას. 

„ჩვენ ვხედავთ ვინ აპიარებს გიორგი გახარიას. ეს არის ორი ტელევიზია - „ტვ პირველი" და „ფორმულა". აქ არის ყველაფერი ნათელი. ნათლად იკითხება თუ ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ეჭვებს, რაც არის დაკავშირებული 17-18 თებერვალთან, რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში 17-18 თებერვალს - პირველ რიგში, მას მოუწევს ამ ძალიან მნიშვნელოვან და მძაფრ კითხვაზე პასუხის გაცემა. 17-18 თებერვლის მოვლენები იყო სააკაშვილის თამაშში შესვლა და შემდეგ უკვე მისი გაპიარება "ტვ პირველი" და "ფორმულას" მხრიდან, ეს ყველაფერი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და მას ამ კითხვებზე ბუნებრივია მოუწევს პასუხის გაცემა. მან უნდა გასცემს პასუხი მათ შორის კითხვას - რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენზე აქტიურად, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი მოხსნილი. იმ 6-მა დეპუტატმაც, რომელიც ახლა სხვა რაღაცებს საუბრობს, ხმა მისცა და მხარი დაუჭირა იმუნიტეტის მოხსნას. რატომ იყო აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა მელიას არ დაკავებას? - ამ კითხვას ხომ უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ მას ამ კითხვაზე პასუხ ვერ ექნება, რადგან არის პირდაპირი ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის - იმუნიტეტის მოხსნის დროს და შემდეგ 17-18 თებერვალს. რა იყო ამ წინააღმდეგობის მიზეზი, ამას ბუნებრივია პასუხი უნდა გაეცეს. გვაქვს ჩვენი ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია პასუხი მისგან მოვისმინოთ.

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერავას გახარაიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა. რატომ გააკეთა? ნებსით თუ უნებლიეთ? ნებსით თუ უნებლიედ ხდება "ტვ პირველისა" და "ფორმულას" მიერ მისი გაპიარება და ა.შ. ამ კითხვებზე მან უნდა უპასუხოს.

რაც შეეხება მის განცხადებას კორუფციასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ ის პარლამენტის წევრებს საპარლამენტო ტრიბუნიდან ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ იყო კორუფცია, დღეს ის საუბრობს კორუფციაზე როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჰკითხეთ მას როდის ტყუოდა, საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ როცა ამ განცხადებას აკეთებდა. ან მაშინ იტყუებოდა, როცა ამბობდა რომ კორუფცია არაა ქვეყანაში, ან ახლა იტყუება, როცა ამბობს, რომ თითქოს ეს არის სისტემური პრობლემა. მას დაუსვით ეს კითხვა"- განაცხადა კობახიძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის