USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
თბილისი
ირაკლი კობახიძე - დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ „ნაცმოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს დასუსტება, ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ
თარიღი:  286

„დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ „ნაცმოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს დასუსტება. ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ და ამან უნდა მიგვიყვანოს საბოლოო დეპოლარიზაციამდე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის, რომ ჩვენ გვქონდა არა ცხელი, არამედ მშვიდი შემოდგომა, პირველ რიგში იმის დამსახურებაა, რომ ნაცმოძრაობა დასუსტებულია.

„დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება. როდესაც ოპოზიცია მოქმედებს რადიკალური დღის წესრიგით, ფორმით, მეთოდით, ასეთ დროს შენც გიწევს პასუხის გაცემა. იმისთვის, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია, საჭიროა ორივე მხარის მზაობა. ამის მზაობა რომ არ არის, ეს გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა. იყო აბსოლუტურად ეთიკის ზღვარს გაცდენილი გამოსვლები, ტერმინოლოგია გამოყენებული მათი მხრიდან, ასეთ დროს ვერ გვექნება ოპტიმიზმის საფუძველი, რომ რადიკალური ოპოზიცია რაღაცნაირად შეცვლის თავის რადიკალურ დღის წესრიგს. სინამდვილეში დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები მდგომარეობს ნაცმოძრაობის დასუსტებაში. დღეს ხედავთ, ისინი გვპირდებოდნენ ცხელ შემოდგომას, მიილია შემოდგომაც და მაინცდამაინც დიდი სითბოც კი არ ჩანდა პოლიტიკური კუთხით ამ შემოდგომაზე. თუ დააკვირდებით, რაც უფრო სუსტია ხოლმე ნაცმოძრაობა, მით უფრო მეტი სიმშვიდეა. რომ გავყვეთ ქრონოლოგიურად, ხელისუფლებაში როცა იყვნენ, რაც უფრო ძლიერი იყო ნაცმოძრაობა, მით უფრო მეტი პრობლემა ექმნებოდა სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც. როცა სუსტდებოდნენ, მერე უწევდათ პოლიტიკის მორბილება, იგივეა ოპოზიციაშიც.

დღეს ოპოზიცია ფუნდამენტურად დასუსტებულია, ამას ყველა ხედავს და ეს იგრძნობა. ის, რომ ჩვენ გვქონდა არა ცხელი, არამედ მშვიდი შემოდგომა, პირველ რიგში იმის დამსახურებაა, რომ „ნაცმოძრაობა“ დასუსტებულია. ანუ, რაც უფრო სუსტია „ნაცმოძრაობა“, ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ, ეს გამოცდილება გვაქვს, მით უფრო უკეთესი მდგომარეობა გვაქვს პოლიტიკურ სისტემაში და მით უფრო დაბალია ხოლმე პოლარიზაციის ხარისხი. დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები მდგომარეობს სწორედ ამაში, რომ „ნაცმოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს დასუსტება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ და ამან უნდა მიგვიყვანოს საბოლოო დეპოლარიზაციამდე, თორემ ვაშაძის, ხაბეიშვილის, ჯაფარიძის და ხოშტარიას იმედზე ვერ ვიქნებით ბუნებრივია. ვერ ახერხებენ ვერაფერს, მთავარი ეს არის. ისინი არ მოიშლიან ამას, მათ აქვთ ცნობილი იგავიდან მორიელის ბუნება, სულ ექნებათ ეს მცდელობა, მაგრამ მთავარია ისინი სუსტები იყვნენ, რომ არ ჰქონდეთ ქვეყნის და პოლიტიკური სისტემის დაზიანების რესურსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.