USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ირაკლი კობახიძე - ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს
თარიღი:  475

ამიერიდან ყველას ახსოვდეს, რომ ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს - ეს ეხება კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს! კანონი მთელი სიმკაცრით იმუშავებს, რაც არის პირობა, რომელსაც საზოგადოებას ხელისუფლების სახელით ვაძლევ , - აღნიშნული განცხადება დღეს, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გარკვეულ ეტაპზე, ზოგადად კრიმინალთან დაკავშირებით მიდგომები ლოიალური იყო, რაც მისივე თქმით, სწორი არ არის.

“ხედავთ, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით მეტი სიმკაცრის გამოჩენა, რათა ნარკოტიკები ჩვენს ქვეყანაში მეტად არ გავრცელდეს. ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით უფრო მკაცრი დამოკიდებულების გამოვლენა ყოფილა შესაძლებელი. ეს ეხება სხვადასხვა ტიპის დანაშაულს - ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს.

ვიდრე კანონები ყველა ამ მიმართულებით მთელი სიმკაცრით არ მოქმედებდა, იყო კიდეც პრობლემები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის