USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ირაკლი ხმალაძე - „ელიავას“ ბაზრობის მესაკუთრეებთან აქტიურად ვმართავ შეხვედრებს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უახლოს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ
თარიღი:  

ჩვენ გარკვეული ცვლილებები „ელიავას“ ბაზრობის არეალთან დაკავშირებით ქალაქის გენერალურ გეგმაში უკვე შევიტანეთ, გზათა ქსელი უკვე დატანილია და ახალი გზათა ქსელის შესაბამისად უკვე ყველას აქვს შესაძლებლობა თავიანთი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) დაამუშაონ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხმალაძის თქმით, ის „ელიავას“ ბაზრობის მესაკუთრეებთან აქტიურად მართავს შეხვედრებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უახლოს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღონ.

„ელიავას“ ბაზრობასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს. მე ინტენსიურად შეხვედრებს მესაკუთრეებთან ვმართავ, კერძოდ, ერთ-ერთ მსხვილ მესაკუთრესთან. ისინი უკვე გარკვეულ გეგმარებაზე მუშაობენ, ჩვენ აქამდე თუ გვქონდა ცოტა გარკვეული შეუთანხმებლობის პრობლემები, დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ეს პრობლემა აღარ გვაქვს. ჩვენ გარკვეული ცვლილებები „ელიავას“ ბაზრობის არეალთან დაკავშირებით ქალაქის გენერალურ გეგმაში უკვე შევიტანეთ, გზათა ქსელი უკვე დატანილია და ახალი გზათა ქსელის შესაბამისად უკვე ყველას აქვს შესაძლებლობა თავიანთი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) დაამუშაონ და ერთ-ერთი მსხვილი არეალის გეგმარებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. მე ამ დღეებში მაქვს შეხვედრები, თუმცა დეტალურ ინფორმაციას ახლა არ და ვერ გაგიმხელთ. როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება შეთანხმების ფორმატში რაიმე აქტის ოფიციალური სახით დადგენა/დამტკიცების ეტაპზე, მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ უახლოს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის